უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ მასიურ სარაკეტო იერიშს 11 ადამიანი ემსხვერპლა - დაჭრილია 11

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლის ალექსანდრ ხორუნჯის  ინფორმაციით უკრაინის ქალაქებზე რუსეთის დღევანდელ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 11 ადამიანი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, დღეს რუსმა საოკუპაციო ძალების მიერ გაშვებული 55 რაკეტიდან უკრაინის ძალებმა 47 ჩამოაგდეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი