"ჩვენ არავის ვაწამებთ და ორიენტირებული ვართ, რომ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული" | ბრეგაძე

გამოქვეყნდა:

"ჩვენ არავის ვაწამებთ და ორიენტირებული ვართ, რომ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული" - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლება, ამ მიმართულებით, "მაქსიმუმს აკეთებს".

ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ დასკვნებზე და უარს ან თანხმობას ეუბნება სასამართლო და არა სპეციალური პენიტენციური სამსახური. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, თუ რას აბრალებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. აქ საუბარი არის იმაზე, რომ თითქოსდა, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და მისმა თანამშრომლებმა ეს ადამიანი აწამეს. ამაზე საუბრობენ ექსპერტები. ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ცენტრ "ემპათიას" ექსპერტებს.

ეს ხალხი ამბობს იმას, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი ვინმემ აწამა და წამების შედეგად მას განუვითარდა ისეთი დაავადებები, რაც მათი დასკვნების შესაბამისად არსებობს. ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში, ცენტრ "ემპათიას", რაც, ბუნებრივია, არის სიცრუე იმთავითვე, ვიტყვი ამას, ჩვენ არავის ვაწამებთ და თავიდან ბოლომდე ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ როგორც მსჯავრდებული სააკაშვილის, ასევე ნებისმიერი სხვა მსჯავრდებული იქნება ეს თუ ბრალდებული, მისი უფლებები იყოს ბოლომდე დაცული ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად და ჩვენც, რა თქმა უნდა, მაქისიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, ამ შემთხვევაში სახელმწიფო, რომ მისი ჯანმრთელობის უფლება იყოს სრულად დაცული.

თუ მას სჭირდება მკურნალობა, ის იმყოფება საავადმყოფოში და როდესაც ვინმე ბედავს და გვეუბნება, გვაბრალებს მსგავს უმსგავსობას, რომ თითქოსდა სახელმწიფო ვინმეს აწამებს და ამას წერენ დასკვნაში, ბუნებრივია, რომ ამაზე ჩვენ გვექნება რეაგირება და აქვე საზოგადოებას ისიც უნდა ვუთხრათ, რომ ექსპერტი, რომელიც წერს იმას, რომ თითქოსდა ვინმე აწამეს, მას ამის უფლება საქართველოს კანონმდებლობით საერთოდ არ აქვს" - ამბობს ბრეგაძე.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი