"სამხარაულის დასკვნით, ცენტრ "ემპათიას" მიერ გამოტანილი დიაგნოზები არ არის სარწმუნო" | რატი ბრეგაძე

გამოქვეყნდა:

"სამხარაულის დასკვნით, ცენტრ "ემპათიას" მიერ გამოტანილი დიაგნოზები არ არის სარწმუნო" - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს. 

ჩვენ მივიღეთ ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროდან 2023 წლის 26 იანვარს დასკვნა რაც მოიავს სამ ძირითად მიმართულებას. ეს არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები და თამამად უნდა ითქვას, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ "ემპათიას" მიერ გამოტანილი დიაგნოზები, როგორიც არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი. ეს დასკვნა წარედგინება სასამართლოს შესაბამისი წესით და ბუნებრივია, გაგრძელდება შემდგომი მსჯელობა სასჯელის გადავადებასა და მისი შემდგომი მოხდისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოში, - ამბობს ბრეგაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი