ნოვაკ ჯოკოვიჩის მამამ ავსტრალიის ღია პირველობაზე შვილის ნახევარფინალურ შეხვედრას სახლიდან უყურა, რათა პრობლემები არ შექმნოდა გუშინ გავრცელებული ფოტოს გამო.
საუბარია ფოტოზე, სადაც სერბი ჩოგბურთელის მამა რუს გულშემატკივრებთან ერთად პოზირებს. ერთ-ერთ გულშემატკივარს კი ხელში უჭირავს რუსეთის დროშა პუტინის გამოსახულებით და აცვია რუსეთის ომის სიმბოლოდ ქცეული Z გამოსახულებიანი მაისური.
ამ ქმედების გამო, უკრაინის ელჩმა ავსტრალიაში, ვასილი მიროშნიჩენკომ მამა ჯოკოვიჩის ავსტრალიის ღია პირველობიდან გარიცხვა მოითხოვა - „მას უნდა ჩამოერთვას აკრედიტაცია“, - მიიჩნევს დიპლომატი. რაც შეეხება ჩოგბურთელს, უკრაინის ელჩი ამბობს, რომ მამის საქციელის შემდეგ, მანაც უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.
ნოვაკ ჯოკოვიჩის მენეჯერები კი ამბობენ, რომ სპორტსმენი სიტუაციაზე კომენტარს არ გააკეთებს.