რუსების მორიგი სარაკეტო თავდასხმა ჩასივ იარზე - იწვის სკოლა და სახლები

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ იარში საცხოვრებელ ზონას დაარტყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკო ავრცელებს. 

მისი ინფორმაციით სარაკეტო იერიშის შედეგად სკოლა და საცხოვრებელი კორპუსები იწვის.

"ჩასივ იარი ისევ რუსული სარაკეტო სისტემების ცეცხლის ქვეშაა. რუსებმა საცხოვრებელ უბანს დაარტყეს. იწვის სკოლა, საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები", - წერს კირილენკო

შეგახსენებთ, რომ ჩასივ იარი დღეს რუსებმა ცოტა ხნის წინაც დაბომბეს. დაღუპულია ორი და დაშავებულია 5 ადამიანი.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი