იერუსალიმში, სინაგოგაში სროლა იყო - დაღუპულია 7 ადამიანი

გამოქვეყნდა:

იერუსალიმის აღმოსავლეთით, ქალაქ ნევე იაკოვის რაიონში მდებარე სინაგოგაში სროლა იყო. დაღუპულია შვიდი და დაჭრილია სამი ადამიანი.

პოლიციამ მომხდარი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა და განაცხადა, რომ დამნაშავე ნეიტრალიზებულია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი უშიშროების ძალებმა იმ დროს მოკლეს, როცა ის შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა.

აშშ-მ უკვე დაგმო მომხდარი. ისრაელს სოლიდარობა გამოუცხადა დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ

რეგიონში სიტუაცია პალესტინის სასაზღვრო ქალაქ ჯენინში, ისრაელის სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებული რეიდის შემდეგ დაიძაბა. მედიის ინფორმაციით, რეიდის დროს ისრაელელმა ჯარისკაცებმა 9 პალესტინელი მოკლეს, მათ შორის 7 შეიარაღებული ადამიანი იყო, ხოლო 2 სამოქალაქო პირი

ამას მოჰყვა ღაზადან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო სროლა, რასაც ისრაელმა საჰაერო დარტყმებით უპასუხა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი