იერუსალიმის აღმოსავლეთით, ქალაქ ნევე იაკოვის რაიონში მდებარე სინაგოგასთან მომხდარი შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით პოლიციამ 42 პირი დააკავა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან თავდამსხმელის ნათესავები და ნაცნობები.
იერუსალიმში თავდასხმა გუშინ, 27 იანვარს მოხდა. სინაგოგასთან სროლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი - დაშავდა.