სიიდან ამოვიღეთ 118 ადამიანი, დარეგისტრირებულები იყვნენ სხვა პარტიის დეპუტატებიც - განცხადება ენმ-ში

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, კობა ნაყოფიას თქმით, პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებზე 49 638 ადამიანი დაიშვა და ამ დროისთვის აქტივობა მაღალია.

ნაყოფიას თქმით, ხმის მიცემამდე ყველა ამომრჩევლის იდენტიფიცირება მოხდა და სიიდან 118 ადამიანი ამოიღეს. როგორც ნაყოფიამ განმარტა, ხმის მისაცემად დარეგისტრირებული იყვნენ სხვა პარტიის დეპუტატებიც.

"არჩევნებზე დაიშვა 49 638 ადამიანი, ანუ პირველადი სიიდან ამოღებული იქნა მხოლოდ 118 ადამიანი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრი და მხარდამჭერი დარეგისტრირდა არჩევნებზე. საბოლოო ჯამში, პრაქტიკულად ყველა ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა, მიუხედავად იმის, რომ იყვნენ ისეთია ადამიანებიც, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ზოგიერთი პარლამენტის წევრიც, ალბათ თვითონ მიხვდებიან ვისზე ვსაუბრობ. პროცესი მიმდინარეობს კარგად, აქტივობა არის ძალიან მაღალი", - თქვა კობა ნაყოფიამ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში მონაწილეობა ამ დრომდე 9363-მა ადამიანმა მიიღო. 

 ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი