დაკავება სავარაუდო შურისძიების მოტივით - პოლიციელების ძალადობაში მხილებიდან ერთ თვეში 19 წლის ნიკა ოსაძე დაიჭირეს

გამოქვეყნდა:

19 წლის ნიკა ოსაძე, რომელმაც "მთავარი არხის" ეთერში პოლიციელები სავარაუდო ძალადობაში ამხილა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რეპორტაჟის გასვილიდან 1 თვის შემდეგ ისევ დააკავეს.

ნიკა ოსაძეს ოჯახი 5 დღის განმავლობაში ეძებდა, ახლა კი გაირკვა რომ ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. ოჯახი ამტკიცეს, რომ ოსაძე გამოგონილი ბრალდებით დააკავეს, თითქოს. მათ აგინა. ახალგაზრდა კაცი ხაშუარის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული მუხლით გაასამართლეს და 15 დღით პატიმრობა მიუსაჯეს. დაკავებულის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი სამართალდამცველების შურისძიების მსხვერპლია.

"ჩემი შვილი მკვდარია ცოცხალია, მე ხომ არ მანახებენ? ჩემს შვილს ვინ მანახებს? 15 დღე როგორ მოვითმინო. რა უქნეს ჩემს შვილს 6-ჯერ სცემეს. შვილს მიკლავენ. აღარ მინდა. 2 შვილი მყავს მკვადრი და აღარ მინდა მესამე მომიკლან. რის გამო ვზრდი შვილებს გაჭირვებით, რომ პოლიციამ მომიკლას? თურმე ტვინის შერყევა ჰქონია და არ მეუბნებოდა. წნევა 190-ზე ჰქონდა სასწრაფო გამოვიძახე. იმდენად დამინევროზეს შვილი. ტელეფონს იმ მომენტში რთავენ, როცა ის უკვე ილანძღება, ისინი რომ დედას აგინებენ",- ამბობს ნინო ლურსმანაშვილი, ოსაძის დედა. 

ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ აგარის პოლიციის თანამშრომლები.

შსს-ში ამბობენ, რომ ნიკა ოსაძე დაკავებულია პოლიციელის შეურაცხყოფისა და მაი კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით. ის სასამართლომ უკვე გაასამართლა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი