ძალადობიდან რამდენიმე საათში, ქალი სასტუმროს აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს - ბათუმში მომხდარზე გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმში 42 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. თავდაპირველად გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპისთვის დადგინდა, რომ 26 იანვარს,  ბათუმში, მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში , ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თანმხლებ ქალს.

უწყების ცნობითვე, ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ მომხდარი ძალადობის შემდგომ, დაზარალებული ქალი და ბრალდებული ერთად წავიდნენ ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში. 26 იანვარს, დილის საათებში, მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ქალი სასტუმროს ნომრის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.

პოლიციამ ბრალდებული 27 იანვარს დააკავა. მას ბრალად ედება ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი