გახსოვთ ალბათ თეა გვასალიას გადაცემა "ამბობენ", ამას ემსგავსება წინასწარი საუბარი - დოლიძის პასუხი ხაბეიშვილს

გამოქვეყნდა:

ნიკა მელიას გუნდში, ენმ-ს არჩევნების წინასწარი პროგნოზებისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ მეორე ტური გამორიცხული არ არის: 

"გახსოვთ ალბათ თეა გვასალიას გადაცემა "ამბობენ". დაახლოებით ამას ემსგავსება ასეთი წინასწარი საუბარი. ცოტა არასერიოზულია, იმიტომ რომ ამ ყველაფრის გაკონტროლება ფიზიკურად შეუძლებელია, ვინ როგორ დარეგისტრირდა, ვისი მომხრეები, ვინ ვის აძლევს ხმას. იმის გათვალისწინებით, რომ ფარულია ეს ყველაფერი და თვითდინებაც მაღალია, დღეს პროგნოზების გაკეთება აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ჩვენ დღეს ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვისაუბროთ სურვილებზე. მე არაფერს გამოვრიცხავ. იცით, რომ 50% თუ ვერ მოაგროვა კანდიდატმა მეორე ტური ინიშნება, შესაბამისად ამ ყველაფრის გამორიცხვა არ იქნება სწორი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ პირველივე ტურში ნიკა მელია გაიმარჯვებს" - ამბობს ბაჩო დოლიძე  ლევან ხაბეიშვილის პასუხად, რომელმაც მეორე ტურის შესაძლებლობა გამორიცხა. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი