"ჩვენ ვხედავთ, რომ რეანიმაციაში გადაყვანის ნაცვლად და ეს სჭირდება პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მიზანმიმართულად ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ამ ყველაფერს ასრულებს რატი ბრეგაძე ,არ გადაჰყავთ რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი მიზეზით, იმიტომ, რომ შემდეგ უკვე სასამართლოსთვის შეუძლებელი აღარ იყოს, რომ ტყვეობაში დატოვოს მიხელ სააკაშვილი...
რატი ბრეგაძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ ივანიშვილთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე...მე მინდა ვუთხრა მას, რომ უახლოეს პერიოდში მას მოეთხოვება და თუ უნდა მუქარად მიიღოს რატი ბრეგაძემ, მას გაურთულდება პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება."
განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.