"ოლიმპიური პრინციპები და ომი ძირეულად ეწინააღმდეგება ერთმანეთს" - ზელენსკი თომას ბახის პასუხად, დანგრეული სპორტდარბაზების ფოტოებს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად დანგრეული სპორტული დარბაზებისა და უკრაინელი სპორტსმენების ფოტოები გამოაქვეყნა:

"ოლიმპიური პრინციპები და ომი ძირეულად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესია და ტერორი და მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი ოლიმპიურ მოძრაობაში რუსეთის მონაწილეობაზე საუბარი." წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი ამით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელს, თომას ბახს პასუხობს, რომელიც ოლიმპიადაზე იმ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვებაზე ალაპარაკდა, რომლებიც არ უჭერენ მხარს რუსულ აგრესიას. ბახმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ასეთმა სპორტსმენებმა შესაძლოა 2024 წელს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა ნეიტრალური დროშებით მიიღონ.

ზელენსკიმ თომას ბახს გასულ ღამეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაშიც უპასუხა და თქვა, რომ რუსი სპორტსმენების ნებისმიერი ნეიტრალური ბანერი სისხლით არის შეღებილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი