მითხრეს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის დაკვეთით, ჩემ მოკვლას ცდილობდნენ, მე არ მეშინია სიკვდილის - ჟურნალისტი

გამოქვეყნდა:

მე არ მეშინია სიკვდილის იმიტომ რომ ვიცი, მკვლელობა, გაუპატიურება, წამება, ისლამური რესპუბლიკის დნმ-შია - აცხადებს ჟურნალისტი, ამერიკის მოქალაქე მასიჰ ალინეჯადი მისი მკვლელობის დაკვეთასთან დაკავშირებით. 

ირანული წარმოშობის ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაში საქართველოს მოქალაქეა დაკავებული. სპეცოპერაცია ჩეხეთში ჩატარდა, რომლის დროსაც აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან.

ჟურნალისტმა ვიდეო ტვიტერის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. ის ამბობს, რომ ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებმა მას ამის შესახებ უკვე შეატყობინეს.

"ეს ესაა დავბრუნდი ნიუ იორკში მდებარე ფედერალური საგამოძიებო ბიუროს შტაბ- ბინიდან, სადაც მითხრეს, რომ დაკავებულია სამი მამაკაცი, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის დაკვეთით, ჩემ მოკვლას ცდილობდა. მე არ მეშინია სიკვდილის იმიტომ რომ ვიცი, მკვლელობა, გაუპატიურება, წამება, ისლამური რესპუბლიკის დნმ-შია. მე მოვუწოდებ ამერიკის ხელისუფლებას, რომ იმოქმედოს" ამბობს ჟურნალისტი. 

დაკავებულთა ვინაობა არ სახელდება, თუმცა არაოფიციალური წყაროებიდან ირკვევა, ერთ-ერთი ბრალდებული დმანისის მკვიდრი, ე.წ. კანონიერი ქურდი პოლად ომაროვია. მას ამერიკის შეერთებულ შტატებში მძიმე დანაშაულის მომზადებაში ედება ბრალი. ე.წ. კანონიერი ქურდი ომაროვი ორ თანამზრახველთან ერთად, ირანის ხელისუფლების დაკვეთით ამერიკაში მცხოვრები ირანული წარმოშობის ჟურნალისტის მასიჰ ალინეჯადის მკვლელობას გეგმავდა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი