"ეს იყო გიორგი თავაძის გადაწყვეტილება, არავის არაფერი დაუძალებია" - მესხიშვილის თეატრის ყოფილი დირექტორი

გამოქვეყნდა:

ლადო მესხიშვილის თეატრის ყოფილი დირექტორი, სულხან გოგოლაშვილი, სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან გიორგი თავაძის წასვლას ეხმაურება.

გოგოლაშვილის თქმით, ინფორმაცია, თითქოს, თავაძეს თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს სიცრუეა. გოგოლაშვილი ამბობს, რომ თავაძემ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა, რადგან, მას თეატრში მისი პროფესიული საქმიანობის გაგრძელება სურდა.

"ეს იყო სრულად მისი დაწერილი განცხადება. მისთვის არავის არაფერი დაუძალებია, რაც გავრცელდა უკვე პრესაში და სისულელეა. მისთვის, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო მისი პროფესიული საქმიანობის გაგრძელება, როგორც რეჟისორის და გადაწყვიტა, რომ დარჩენილიყო რეჟისორი, ვიდრე სამხატვრო ხელმძღვანელი", - თქვა სულხან გოგოლაშვილმა.

ცნობისთვის, 28 იანვარს "მთავარმა არხმა" ინფორმაცია გაავრცელა, რომ გიორგი თავაძეს თანამდებობიდან წასვლა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოსთხოვა. რეჟისორი გიორგი თავაძე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გასული წლის მარტში დაინიშნა.

"პროფესიული თეატრების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თავაძე აღნიშნულ პოზიციაზე ოთხი წლის ვადით უნდა ყოფილიყო.

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი