"მკურნალობის კურსს არ იცავენ... გიული ალასანიას წამოცდენები მიუთითებს, რომ თაღლითები არიან" | ვოლსკი 

გამოქვეყნდა:

"მკურნალობის კურსს არ იცავენ... გიული ალასანიას წამოცდენები მიუთითებს, რომ თაღლითები არიან" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი საუბრობს. 

არსებობს გარკვეული დიეტა, მკურნალობის კურსი, რომელსაც არ იცავენ იმ მიზეზით, რომ როგორმე სააკაშვილის დაზიანება იყოს თვალხილული, საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნონ იმაში, რომ სააკაშვილი ისეთ პირობებშია, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტს. ამ პროცესში წამოცდენები, რომელიც თუნდაც გიული ალასანიას ჰქონდა, მიუთითებს იმაზე, რომ თავად არიან თაღლითები და ზუსტად იციან რეალური სიტუაცია, - ამბობს ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ გიული ალასანიას თქმით, მესამე პრეზიდენტის ოჯახი სასჯელის გადავადებას ითხოვს და მიხეილ სააკაშვილი "არ ჭამს" კი არა, უბრალოდ "ვერ ჭამს".

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ბოლო 2 დღეში კრიტიკულად დამძიმდა. პირველად ერთი წლის განმავლობაში კლინიკა აღიარებს,რომ პროცესები შესაძლოა შეუქცევადი გახდეს. "ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძე ამბობს: მოვუწოდებ გიული ალასანიას, დაარწმუნოს მიხეილ სააკაშვილი დაექვემდებაროს რეკომენდაციებს, სხვა შემთხვევაში შეიძლება, დადგეს ფატალური შედეგი

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი