ირანის ქალაქ ისპაანში მდებარე სამხედრო ობიექტზე დარტყმა ისრაელმა განახორციელა - WSJ

გამოქვეყნდა:

The wall Street Journal-ის ინფორმაციით, ირანის ქალაქ ისპაანში მდებარე სამხედრო ობიექტზე დარტყმა ისრაელმა განახორციელა. ინფორმაციას მედია აშშ-ის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია წერს, რომ აშშ და ისრაელი ირანის ბირთვული და სამხედრო ამბიციების შესაკავებლად ახალ გზებს ეძებენ.

Reuters-თან საუბრისას პენტაგონის წარმომადგენელმა თქვა, რომ აშშ-ს თავდასხმაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.

მომხდართან დაკავშირებით ისრაელს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ირანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ისპაანში სამხედრო ობიექტზე დრონებით თავდასხმა 28 იანვარს მოხდა. ირანული სამთავრობო მედია წერს, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია და მხოლოდ შენობის სახურავი დაზიანდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი