ნინო ნადირაძის პოზიციაა, რომ არ აქვთ პრობლემა რეანიმაციაში გადაყვანაზე, თუ მიხეილ სააკაშვილი დათანხმდება იქ მკურნალობის კურსს- ხვიჩია

გამოქვეყნდა:

ვივა მედში იმყოფებოდა "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია. ის იქ მას შემდეგ მივიდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ. როგორც ხვიჩია ამბობს, ესაუბრა კლინიკის დირექტორს ნინო ნადირაძეს, რომელმაც უთხრა რომ რეანიმაციაში გადაყვანაზე პრობლემა  არ აქვთ, თუ მიხეილ სააკაშვილიც თანახმა იქნება: 

"მე მაინტერესებდა რეანიმაციაში გადაყვანის საკითხი, რაზეც ქალბატონი ნინოს პოზიცია იყო, რომ მათ არ აქვთ პრობლემა, თუ მიხეილ სააკაშვილი დათანხმდება იქ მკურნალობის კურსს და თუ არ დათანხმდება, მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება." თქვა ხვიჩიამ. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა ვივა მედი, ამბობს, რომ შეთავაზება რეანიმაციაში გადაყვანაზე, მესამე პრეზიდენტმა თავად კლინიკის ექიმებისგან მიიღო და ის ამ შეთავაზებას დათანხმდა. 

თავად კლინიკას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 

ინფორმაცია კი რეანიმაციაში გადაყვანაზე, თავდაპირველად გიორგი ჩალაძემ გაავრცელა. ამის შემდეგ ადგილზე მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა, მხარდამჭერებმა და ენმ-ს წევრებმა დაიწყეს შეკრება. იქ იმყოფებოდა ლევან ხაბეიშვილიც. 

ჯერჯერობით უცნობია ზუსტი დრო, როდის გადაიყვანენ მესამე პრეზიდენტს რეანიმაციაში. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი