რუსეთის გენპროკურორი იგორ კრასნოვი ამტკიცებს, რომ რუსეთში 9 000 ადამიანი უკანონოდ იყო მობილიზებული, რის გამოც ისინი სახლში დააბრუნეს.
"9000-ზე მეტი არალეგალურად მობილიზებული მოქალაქე დაბრუნდა სახლში მეთვალყურეობის ძალისხმევით, მათ შორის ისინი, ვინც ჯანმრთელობის გამო, არანაირად არ უნდა ყოფილიყვნენ მობილიზებული“, - თქვა კრასნოვმა პუტინთან შეხვედრაზე.
გარდა ამისა შეხვედრაზე კრასნოვმა აღიარა, რომ მობილიზაციის დროს ბევრი პრობლემა გამოიკვეთა.
"მობილიზაცია დიდი ხანია არ განხორციელებულა, მან გამოავლინა ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ბევრისთვის გაკვეთილი გახდა", - თქვა კრასნოვმა.
შეგახსენებთ, რუსეთმა ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა და ოფიციალურად ოქტომბრის ბოლოს დაასრულა, თუმცა მას შემდეგ, არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ პუტინი კიდევ გეგმავს მსგავს ქმედებას. თავად კრემლი ამ ცნობებს უარყოფს.