"მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს" | ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

 "მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს" - ამის შესახებ TV იმედის ეთერში კლინიკა "ვივა მედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე საუბრობს:

"პაციენტი სააკაშვილი იღებს ძალიან მცირე რაოდენობით საკვებს, ეს არის მინიმალური რაოდენობა იმ კალორაჟისა, რაც ადამიანის ორგანიზმს სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის სჭირდება. არანაირი ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც შეიძლება არსებობდეს საკვების მიღებისთვის, ყოველ შემთხვევაში ხილული არ არის. შეთავაზებული იყო პარენტერალური კვება. პარენტერალურ კვებაზეც პაციენტი კატეგორიულ უარს აცხადებს. დღეს ამ პარენტერალურ კვებასთან დაკავშირებით განაცხადა (უფრო სწორად, როგორც თვითონ აღნიშნა, ხვალ უფრო იტყვის დაზუსტებულ პასუხს), რომ გააგრძელებს იმ შემთხვევაში, თუ ის გადაყვანილი იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩვენ ამაზეც არ გვაქვს პრობლემა. პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები რჩება ნორმის ფარგლებში, თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს"

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტი რეანიმაციაში გადაჰყავდათ, რამდენიმე საათის წინ გიორგი ჩალაძემ გაავრცელა, თუმცა ოფიციალურად "ვივა მედმა" მაშინ არ დაადასტურა. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა მოინახულა და როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, რეანიმაციაში გადაყვანის შეთავაზება მესამე პრეზიდენტმა კლინიკის ექიმებისგან მიიღო და ისიც დათანხმდა.

ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს კიდევ უფრო გაუარესებულია. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტი 68 კგ-ს იწონის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი