არაფერი არ შეცვლილა, პაციენტი მშვიდადაა, არ არის სარეანიმაციო - ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის რეანიმაციაში გადაყვანა არ მომხდარა და ამ ეტაპზე არც იგეგმება. მისი თქმით, გუშინ მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა სპეციალობის ექიმებმა მოინახულეს და მისი მდგომარეობა შეაფასეს.

"არაფერი არ შეცვლილა, პაციენტი წყნარად არის, მშვიდად არის. დღეს ნახეს სხვადასხვა სპეციალობის ექიმებმა, შეფასდა მისი მდგომარეობა და არ არის სარეანიმაციო პაციენტი. ვერ აგყვებით ამ თემასში მე თქვენ, ჩვენ ვცდილობთ რომ უკეთესი იყოს პაციენტის მდგომარეობა, თქვენ ეს გარკვეული მიზეზების გამო, ეტყობა არ გაწყობთ", - ამბობს ჩხაიძე. 

კლინიკის დირექტორმა, ნინო ნადირაძემ "მთავარი არხის" კითხვებს არ უპასუხა.

ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტი რეანიმაციაში გადაჰყავდათ, გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ჩალაძემ გაავრცელა. აღნიშნული ოფიციალურად "ვივა მედმა" მაშინ არ დაადასტურა. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა მოინახულა და როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, რეანიმაციაში გადაყვანის შეთავაზება მესამე პრეზიდენტმა კლინიკის ექიმებისგან მიიღო და ისიც დათანხმდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი