პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებული უფლებადამცველი მარკ ფეიგინი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მორიგ გლობალურ აქციას აანონსებს. ფეიგინი წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად აქციები სხვადასხვა ქვეყნებში 20 თებერვალს გაიმართება: "საქართველოს ხელისუფლებამ არ მოგვისმინა, ამიტომ, 2023 წლის 20 თებერვალს, 12:00 საათიდან, ვატარებთ ახალ გლობალურ აქციას #SaveMisha" - წერს ფეიგინი და მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებებს, ჩაერიონ პროცესებში.
შეგახსენებთ, ფეიგინის ინიციატივით, მსგავსი სახის გლობალური აქციები 40-მდე ქვეყანაში 4 იანვარსაც ჩატარდა. ემიგრანტები საქართველოს საელჩოებთან გამოვიდნენ და მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად, მისი გათავისუფლება და მესამე ქვეყანაში, სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვეს.