შევედი და ვნახე მუხლებზე დავარდნილი, ხელებზე იყო დაყრდნობილი - ექთანი მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდზე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექთანი ქეთევან ღვინიანიძე გონების კარგვის ბოლო ეპიზოდთან დაკავშრებით ამბობს, რომ ის ფაქტს არ შესწრებია და პალატაში შესვლისას მუხლებზე დაცემული მიხეილ სააკაშვილი დახვდა

"შევედი და ვნახე მუხლებზე დავარდნილ მდგომარეობაში, გონების კარგვა ჩემი თვალით არ მინახავს. დავუძახე ბადრაგს, 2 ბიჭი მოვიდა, ავაყენეთ, დავაწვინეთ, მოვიყვანეთ ნევროლოგი და მეორე დღეს ენცეფალოგრამა გადავუღეთ.

მუხლებზე იყო დავარდნილი და ხელებზე იყო დაყრდნობილი. ვკითხე, აქ როგორ მოხვდით მეთქი და მითხრა, რომ მივდიოდი საპირფარეშოში, თავბრუ დამეხვა და ვიფიქრე ამას დავეყრდნობი და დავვარდიო"თქვა ექიმმა სასამართლო პროცესზე.

ღვინიანიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი აქამდე დამხმარე საშუალებებით გადაადგილდებოდა, ხოლო ბოლო მორიგეობისას, საპირფარეშომდე თავი ეტლით მიაყვანინა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ბოლო 2 თვეა უჭირს ჩაცმა, მკლავის აწევა და ა.შ.

მიხეილ სააკაშვილმა გონება ბოლოს გუშინ, გამთენიისას დაკარგა

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი