"მოიტანოს ერთი მტკიცებულება მაინც [მიხეილ სააკაშვილის] წამების შესახებ" | ბრეგაძე ზელენსკის განცხადებას "შეურაცხმყოფელს" უწოდებს

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. 

ბრეგაძემ ზელენსკის შეფასებას მიხეილ სააკაშვილის წამებასთან დაკავშირებით, შეურაცხმყოფელს უწოდა და თქვა, რომ ის მისაღები არაა, რადგან მტკიცებულებებს არ ეფუძნება.

"არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა დააბრალოს საქართველოს სახელმწიფოს წამება, ეს ყოვლად დაუშვებელია. ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად ვიკავებთ თავს უკრაინაში გარკვეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული უსამართლო შეფასებების კომენტირებაზე, ვინაიდან, ეს სახელმწიფო იმყოფება ომში და ამის შესახებ ადრეც ვთქვით. რა თქმა უნდა, როცა სახელმწიფოს ვინმე დააბრალებს წამებას, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ვინც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის პრეზიდენტიც არ უნდა იყოს, მოიტანოს ერთი მტკიცებულება მაინც წამების შესახებ და ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა მსგავსი ტიპის განცხადებაზე. ის, რომ საქართველოში ვინმეს აწამებენ, ვინც არ უნდა თქვა, ეს არის უსამართლო, შეურაცხმყოფელი განცხადება და სწორედ ევროპული და დასავლური სტანდარტი გულისხმობს იმას, რომ ყველა გაკეთებული განცხადება, მით უმეტეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ, უნდა იყოს მტკიცებულებებით გამყარებული. არცერთ მტკიცებულებას არ ეფუძნება ეს განცხადება და ბუნებრივია, ეს არ იქნება მისაღები", - თქვა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან შეხვედრის შემდეგ, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხელ სააკაშვილის ფოტოები წარადგინა და თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ყოველდღე საჯაროდ აწამებენ.

ამავე თემაზე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი