საქართველო, მისი ხელმძღვანელობა - ვისკენ არიან ისინი დღეს? ნეიტრალური არიან თუ რუსეთის მხარეს? - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"საქართველო, მისი ხელმძღვანელობა - ვისკენ არიან ისინი დღეს? ისინი ნეიტრალური არიან თუ რუსეთის მხარეს?", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან შეხვედრის შემდეგ, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და მისი სასამართლო პროცესიდან დღეს გავრცელებული ფოტოები წარადგინა. ზელენსკის თქმით, პოლიტიკოსებს ასე მხოლოდ რუსეთში ექცევიან.

"საქართველო, მისი ხელმძღვანელობა - ვისკენ არიან ისინი დღეს? ისინი ნეიტრალური არიან თუ რუსეთის მხარეს? იმიტომ, რომ რუსეთი ისე ექცევა თავის პოლიტიკოსებს, როგორც დღეს საქართველოს ხელმძღვანელობა ექცევა არა თავის პოლიტიკოსებს, არამედ უკრაინის მოქალაქეებს. და კიდევ ერთხელ: ნეიტრალური არიან ისინი? თუ ისინი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ არიან და ა.შ.", - თქვა ზელენსკიმ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი