"...არავინ უნდა იფიქროს, რომ ომი რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის დატოვების გარეშე შეიძლება გადაწყდეს" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, უკრაინაში კრემლის ომის დასრულების შესაძლო შეთანხმების ფარგლებში რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც უნდა დატოვოს.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა.

“რუსეთმა უნდა ისწავლოს სად არის მისი საზღვრები. საქართველოს პრობლემები მაგიდაზე უნდა იყოს, რადგან არავინ იფიქროს, თითქოს ეს ომი რუსეთის მიერ ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების გარეშე შესაძლოა გადაწყდეს", - თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, რეგიონული წესრიგის აღდგენა უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის საბოლოო დამარცხებაზე არის დამოკიდებული და ეს მომენტი, მისი აზრით, სწრაფად ახლოვდება: "რუსეთმა პრაქტიკულად უკვე წააგო ბრძოლები, თუ არა მთელი ომი", - თქვა მან.

ზურაბიშვილის თქმითვე, იმ შემთხვევაში თუ რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების სრული გაყვანა არ მოეთხოვება, "დასავლური სამყარო კიდევ ერთ დიდ შეცდომას დაუშვებს - ისევე დიდს, როგორც 2008-ში, 2014-ში".

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი