ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, მოქალაქეთა უმეტესობა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს.
კითხვაზე პასუხად 48% თქვა, რომ მდგომარეობას ცუდად აფასებს, 2%-მა თქვა, რომ არ იცის, 44%-მა მდგომარეობა საშუალოდ შეაფასა, ხოლო კარგად 6%-მა.
NDI-ის ცნობით, ეკონომიკის მთავარ გამოწვევებად უმუშევრობა, ფასების ზრდა და დაბალი ხელფასი დასახელდა. ასევე, გამოკითხულთა უმრავლესობას, 51%-ს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს.
კვლევის მიხედვით, ყოველი მე-5 მოქალაქე, უმუშევარია:
უმუშევართა უმრავლესობა ამბობს, რომ სამსახურს ან საერთოდ ვერ პულობს, ან ვერ პოულობს შესაფერისი ანაზღაურებით:
კვლევა 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. იხილეთ: