საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს - NDI

გამოქვეყნდა:

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს. 

ორგანიზაციის ცნობით, ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, პატარა ქალაქებსა და სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრებთ და 55+ ასაკის მოქალაქეებს ყველაზე მეტად უჭირთ. 

კითხვაზე, რა უფრო კარგად აღწერს თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას: 

18% ამბობს, რომ - ფული არ ჰყოფნით საკვებზე, 35% ამბობს, რომ ფული ჰყოფნით მხოლოდ საკვებზე, მაგრამ არ ჰყოფნით ტანსაცმელზე. 

კვლევის მიხედვით, ყოველი მეორე ადამიანი ამბობს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში, ყოფილა შემთხვევა, როცა კომუნალურების გადასახდელად საკმარისი ფული არ ჰქონია.

კვლევა 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი