მიკროჩიპების დეფიციტის გამო, რუსეთი ბიომეტრიულ პასპორტებს ვერ გასცემს. პროცესი სულ მცირე, მარტის ბოლომდეა შეჩერებული.
მიკროჩიპების ერთადერთი მწარმოებელი, კომპანია Mikron-ს აღარ აქვს მარაგი მას შემდეგ, რაც ოფიციალური მოსკოვი უკრაინაში შეჭრის გამო, ეკონომიკური სანქციების ქვეშ მოექცა.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, იგივე პრობლემები შეექმნათ საბანკო ბარათების მწარმოებლებსაც.
რუსეთის ხელისუფლება ამ პრობლემების მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს გასული წლის გაზაფხულიდან ჩინელ მწარმოებლებთან აწარმოებს, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.