აზერბაიჯანმა ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 39 ადამიანი დააკავა

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა 39 ადამიანი ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა 39 ადამიანი საბოტაჟის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. 

მანამდე კი შვიდი ჟურნალისტი ირანის სასარგებლო პროპაგანდისთვის დაიჭირეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ელშად ჰაჯიევმა Meydan TV-სთან თავდაპირველად დაკავებული 39 ადამიანი აზერბაიჯანულ სოციალურ სივრცეში აქტიურად ეწეოდა პრო-ირანულ პროპაგანდას, ინფორმაციას აწვდიდა ირანულ სპეცსამსახურებს და "რელიგიური ფარის ქვეშ" ახორციელებდა საბოტაჟს. 

მისივე თქმით, დაკავებულები ცდილობდნენ, რომ "აზერბაიჯანში დამკვიდრებული ტოლერანტულობის ტრადიციისთვის ძირი გაეთხარათ".

ქვეყანაში ირანთან დაკავშირებული აქტორების მასიური დაკავება ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე მომხდარ თავდასხმას მოჰყვა, რომლის დროსაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა და დაშავდა ორი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი