ავიამიმოსვლა რუსეთთან - აშშ ქართული კომპანიების დასანქცირებას აანონსებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება. გადაწყვეტილება რუსეთთან ავია მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით ოფიციალურად გასაჯაროებული არ არის, თუმცა ქართული ოცნების თავმჯდომარის დღევანდელი განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, ფრენების განახლება მხოლოდ დროის საკითხია. 

ირაკლი კობახიძე მიესალმება კრემლის ინიციატივას, საერთაშორისო თანამეგობრობა კი შეშფოთებულია ოლიგარქიული რეჟიმის ანტისახელმწიფოებრივი პოზიციით. 

კიდევ ერთი ხისტი გზავნილი ივანიშვილის პოლიტიკურმა გუნდმა დღეს მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან მიიღო. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა იმ ქართული კომპანიის დასანქცირებას აანონსებს, რომელიც კრემლს გეგმის განხორციელებაში ჩაერთვება.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი