"მიხეილ სააკაშვილმა კვების რაციონი შედარებით გააფართოვა, იმედია, ასე გაგრძელდება, თუ გარე ძალები არ ჩაერევიან" - ჩხაიძე

გამოქვეყნდა:

კლინიკა "ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა კვების რაციონი "შედარებით გააფართოვა".

ჩხაიძე ისევ ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკვებს თავად არ იღებს, რაზეც პასუხისმგებლობას მის ოჯახსა და ახლობლებს აკისრებს. ჩხაიძე ამბობს, რომ "იმედია, სააკაშვილი საკვების მიღებას გააგრძელებს, თუ ამაში გარე ძალები არ ჩაერევიან".

"მან კვების რაციონი შედარებით გააფართოვა. მე არ ვიცი, ვინ რას გეტყვით თქვენ, მაგრამ რაც ფაქტია, არის ის, რომ ყოველ შემთხვევაში, უფრო გაფართოვდა რაციონი და იმედია, ეს ასე გაგრძელდება, თუ კიდევ ე.წ. გარე ძალები არ ჩაერევიან. გუშინდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ქალბატონმა ნინომ მთელ ქვეყანას დაანახა და ყველას დაანახა, რამდენად არაკომპეტენტური არიან ამ საქმის ძირითადი მოქმედი პირები, მე ვგულისხმობ ადვოკატებს. მე არ ვიცი მათი კომპეტენტურობა, როგორც ადვოკატების სხვა მიმართულებით, მაგრამ როცა სამედიცინო ქეისს ეხება შემთხვევა გუშინ ყველას დაანახეს სრული უვიცობა", - თქვა ზურა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები ამბობენ, რომ მიხიელ სააკაშვილი საკვებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ იღებს. საპირისპიროს ამტკიცებდნენ კლინიკა ვივა მედში, კლინიკურმა დირექტორმა არა ერთხელ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაბამის რაციონს პროტესტის გამო არ იღებს. კლინიკაში პასუხისმგებლობას ოჯახს აკისრებენ. ამასთან დაკავშირებით, გუშინდელ სასამართლო სხდომაზე ვივა მედის დირექტორმა, ნინო ნადირაძემაც ისაუბრა:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი