
"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძემ მიხეილს სააკაშვილის გუშინდელი სასამართლო სხდომა შეაფასა. ექიმი ამბობს, რომ პროცესზე დაცვის მხარემ თავისი "არაკომპეტენტურობა და უვიცობა" აჩვენა.
"გუშინდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ქალბატონმა ნინომ მთელ ქვეყანას დაანახა და ყველას დაანახა, რამდენად არაკომპეტენტური არიან ამ საქმის ძირითადი მოქმედი პირები, მე ვგულისხმობ ადვოკატებს. მე არ ვიცი მათი კომპეტენტურობა, როგორც ადვოკატების სხვა მიმართულებით, მაგრამ როცა სამედიცინო ქეისს ეხება შემთხვევა გუშინ ყველას დაანახეს სრული უვიცობა", - თქვა ჩხაიძემ.
"მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვას, კონკრეტულად რა ნაწილს გულისხმობს ის, ჩხაიძემ არ უპასუხა და თქვა, რომ პროცესზე ჩანდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები "მოუმზადებლები იყვნენ".
"თქვენ ყველამ ნახეთ, აღიარებთ თუ არ აღიარებთ ეს უკვე თქვენი პრობლემაა, რომ აბსოლუტურად მოუმზადებლები იყვნენ", - თქვა ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე სასამართლო სხდომა გუშინ, 3 თებერვალს გაიმართა. პროცესზე კლინიკა "ვივა მედის" დირექტორი, ნინო ნადირაძე დაკითხეს.
იხილეთ ნინო ნადირაძის განცხადებები სასამართლო პროცესზე: