"ჩანგალზე დადიხართ უკვე ისე ხართ გვასაცოდავებულები" - ეს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის შეურაცხმყოფელი რეპლიკაა, რომელიც "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფის მისამართით თქვა.
"თქვენ ჩანგალზე დადიხართ უკვე ისე ხართ გვასაცოდავებულები. ჩაწიეთ ეს მიკროფონები და დავიწყებთ, ისე არ დავიწყებთ, მე მცალია და არ ჩექანრება არსად. ვიდგებით ასე მე და თქვენი ოპერატორები" ,- ამბობს თეა წულუკიანი.
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მინისტრი წულუკიანი "მთავარ არხის" ჟურნალისტს შეურაცხყოფას აყენებს. 2021 წლის 22 ივლისს, სენაკის თეატრში ჩასულმა კულტურის მინისტრმა, "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და შეურაცხყოფა მიაყენა. ხელში დაიჭირა, სცენაზე ავიდა და იქიდან ივანიშვილს მადლობები უხადა.
რამდენიმე დღეში კი კულტურის მინისტრმა ჟურნალისტი ემა გოგოხია სვანეთში დაიბარა. "მთავარმა არხმა" წართმეული მიკროფონის დაბრუნების მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურაშიც შეიტანა სარჩელი, თუმცა უშედეგოდ.
კულტურის მინისტრმა წულუკიანმა "მთავარ არხს" წართმეული მიკროფონი 2021 წლის 29 ოქტომბერს დააბრუნა და საკუთარი ქმედებისთვის ბოდიშიც კი არ მოუხდია.