ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომა გამართა, სადაც აღინიშნა, რომ "ზედიზედ ორი წელია საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა" - მთავრობა

გამოქვეყნდა:

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, იმსჯელეს საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანის რეფორმაზე, რომელზეც მთავრობის მეთაურის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს. 

"აღინიშნა, რომ ზედიზედ ორი წელია საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, - 2021 წელს დაფიქსირებული 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წელს ასევე ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა და 10.1% შეადგინა, რაც მთავრობის სწორმა პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი. 

ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს ინფლაციის შემცირებაზე. აღინიშნა, რომ 2023 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 9.4%-მდე შემცირდა და მოსალოდნელია შემცირების ტენდენციის გაგრძელება. 
საუბარი შეეხო სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-ის მიერ გამოქვეყნებულ საკრედიტო რეიტინგს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა. 
სხდომის წევრებმა მსხვილი ეკონომიკური პროექტები განიხილეს, რომლებზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს." აცხადებს მთავრობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი