უკრაინამ რუსების მიერ გატაცებული 16 ბავშვი დაიბრუნა

გამოქვეყნდა:

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 16 ბავშვი გაათავისუფლა. ბავშვები რუსებმა გაიტაცეს და  ქვეყნიდან უკანონოდ გაიყვანეს. მათგან ყველაზე უმცროსი 8 წლისაა, უფროსი კი 17 წლის.

Save Ukraine -ს ინფორმაციით, ბავშვები ოკუპირებული ყირიმისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და რამდენიმე თვე მშობლები არ ჰყავდათ ნანახი. 

Save Ukraine-ის ეს უკვე მესამე წარმატებული ოპერაციაა, რომელიც რუსების მიერ გატაცებული ბავშვების გადასარჩენად ჩატარდა. 

შეგახსენებთ, დღესვე უკრაინამ ოკუპანტების ტყვეობიდან 116 ადამიანი გაათავისუფლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი