დღეს კარგი ამბავი გვაქვს - კიდევ 116 უკრაინელი გაათავისუფლეს რუსული ტყვეობიდან - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

„დღეს კარგი ამბავი გვაქვს - კიდევ 116 უკრაინელი გაათავისუფლეს რუსული ტყვეობიდან. მათგან 114 რიგითი და სერჟანტია, ორი ოფიცერი. ჩვენი ჯარის, ეროვნული გვარდიის, სახმელეთო თავდაცვის, საზღვაო ძალების, მესაზღვრეების, სახელმწიფო საგანგებო სამსახურის ჯარისკაცები.

ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ სახლში დავაბრუნოთ ყველა ჩვენიანი, რომელიც რუსულ ტყვეობაშია. და მე ბედნიერი ვარ - ყოველ ჯერზე, როდესაც წარმატებას ვაღწევთ.

მადლობას ვუხდი მთელ ჩვენს გუნდს, რომელიც უზრუნველყოფს გაცვლას, დაზვერვის მთელ საკოორდინაციო პერსონალს. ბუდანოვი, უსოვი, იერმაკი, კლიმენკო, მალიუკი, ლუბინეც - მადლობა ყველას! მადლობა ყველას ვინც მათ დაეხმარა.

რა თქმა უნდა, ღირს დენის მონასტრისკის აღნიშვნა... ეს გაცვლა მისი მონაწილეობით მომზადდა. და მისი გარდაცვალება მართლაც დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის.

საერთო ჯამში, 24 თებერვლიდან ჩვენმა გუნდმა მოახერხა რუსეთის ტყვეობიდან 1762 უკრაინელი მამაკაცის და ქალის დაბრუნება.

და ასევე მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართულია ჩვენი ხალხის დასახმარებლად მათი დაბრუნების შემდეგ. ყველას, ვინც მკურნალობს, აღადგენს დოკუმენტებს, ეხმარება ტყვეობიდან გათავისუფლებულებს პრობლემური საკითხების გადაჭრაში. ეს ასახავს ჩვენი მოქმედების მთავარ მნიშვნელობას. ჩვენ აღვადგენთ და ვიცავთ ჩვენი ხალხის ცხოვრებას თავისუფალ ქვეყანაშიც“.

ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი, ომის 346-ე დღის ბოლოს, გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. უკრაინამ რუსული ტყვეობიდან დღეს 116 ჯარისკაცი გაათავისუფლა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი