აშშ-მ ე.წ. ჩინური ჯაშუშური ბუშტი, ატლანტის ოკეანის თავზე ჩამოაგდო

გამოქვეყნდა:

აშშ-მ ატლანტის ოკეანის თავზე, ე.წ. ჩინური ჯაშუშური ბუშტი ჩამოაგდო. კადრები პირდაპირი ეთერით გადაიცემოდ.

ბუშტს აშშ-ის საჰაერო ძალების კუთვნილმა F-22-ის ტიპის გამანადგურებლებმა ესროლეს და სამხრეთ კაროლინას სანაპიროზე ჩამოაგდეს.

იქამდე კი ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ საჰაერო სივრცე დახურა სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინას შტატების სანაპიროებთან. შეჩერდა აეროპორტების მუშაობაც. ჩამოგდების შემდეგ, აშშ-ს საზღვაო ძალების ხომალდი ობიექტის ნამსხვრევებს წყლიდან ამოიღებს.

აშშ-ის საჰაერო სივრცეში დაფიქსირებულ საჰაერო ბურთს ჩინეთის ხელისუფლებამ მეტეოროლოგიური ხელსაწყო უწოდა, რომელმაც მათი თქმით, კურსს გადაუხვია და აშშ-ში შემთხვევით, ცუდი ამინდის გამო მოხვდა. აშშ-ის ოფიციალური პირები კი აცხადებდნენ, რომ ობიექტი "სათვალთვალო ხელსაწყო" იყო.

ამ ფაქტის გამო, სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკემა პეკინში ვიზიტი გადადო
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი