"ყოფილი ოფიციალური პირების განცხადებები ფიქციაა" - პოდოლიაკი ნაფტალი ბენეტიზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი  ისრაელის ყოფილი პრემიერმინისტრის, ნაფტალი ბენეტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მასთან საუბარში პუტინი მას დაჰპირდა, რომ არ მოკლავდა უკრაინის პრეზიდენტს.

"ყოფილი ოფიციალური პირების უცნაური განცხადებები "შუამავლობის" შესახებ, რომ თითქოს პუტინმა მას გარანტია მისცა, რომ "არ მოკლავდა" და "დასავლეთმა შეწყვიტა პერსპექტიული მოლაპარაკებები" გამოგონილია. რუსეთის უკრაინაში შეჭრა არ უკავშირდება "NATO-ს გაფართოებას", უსაფრთხოების გარანტიებს ან სანქციებს, რუსეთის ფედერაციის სურვილია, გაანადგუროს უკრაინა და მოკლას უკრაინელები", - წერს მიხაილო პოდოლიაკი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი