ოკუპანტებმა ჩარნობაევკა დაბომბეს - დაზიანდა 6 საცხოვრებელი სახლი, არის დაშავებული

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში მდებარე ჩორნობავკა დაბომბა, განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები და ინფრასტრუქტურა.

"დღეს დილის 5 საათზე მტერმა მასობრივი იერიში მიიტანა ჩორნობაივკაზე. მტრის ჭურვებმა დააზიანა 6 საცხოვრებელი კორპუსი. ასევე, განადგურდა სასიცოცხლო მნიშვნელობის კომუნიკაციები - ელექტროგადამცემი ხაზები, გაზსადენები და წყალსადენები", - იტყობინება ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია.

მათი ინფორმაციით, რუსული დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

შეგახსენებთ, დღეს ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ხარკოვზეც, რა დროსაც დაშავდა 4 ადამიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი