ენმ-ის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კი ლევან ბეჟაშვილი გახდა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი გახდა, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კი ლევან ბეჟაშვილი. გადაწყვეტილება პარტიის რიგით მე-10 ყრილობაზე მიიღეს, სადაც ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ დაამტკიცეს. 

ცნობილია, რომ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში იქნებიან ეკა ხერხეულიძე, კობა ნაყოფია და ხატია დეკანოიძე.

მანამდე კი ლევან ხაბეიშვილმა მიმართვისას თქვა, რომ "დღეიდან ვიწყებთ ახალი ფურცლიდან და ვაღიარებთ ერთ მტერს, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს".

ცნობისთვის, დღევანდელ სხდომას ნიკა მელია და მისი მხარდამჭერები არ ესწრებიან. 

შეგახსენებთ, რომ 28-29 იანვარს პარტიაში ჩატარებული არჩევნების შედეგად, ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58% მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი