ვმუშაობთ, რომ ხუდონჰესი ისე აშენდეს, ეკლესია და საფლავები არ დაიტბოროს - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა მუშაობს, რომ ხუდონჰესის პროექტი ისე განხორციელდეს, რომ სოფლის საფლავები და ეკლესია არ დაიტბოროს. მისივე თქმით, შესაძლოა მსგავს შემთხვევაში ჰესის სიმძლავრე შემცირდეს, თუმცა გამომუშავება თითქმის იგივე იყოს.

"მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე, კერძოდ, მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვის ყველასთვის იყო საკმაოდ მგრძნობიარე საკითხი, ვინაიდან, არსებული პროექტის მიხედვით იქ გათვალისწინებული იყო სოფლის დატბორვა, საფლავების, ეკლესიის, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნებოდა, ამიტომ, ჩემი დავალებით, ახლა ვმუშაობთ ახალ პროექტზე, რომ ისე აშენდეს ეს პროექტი, თუ განხორციელდება, რომ დატბორვა აღარ იყოს აუცილებელი, შესაძლოა, სიმძლავრემ ოდნავ დაიკლოს, მაგრამ ჩვენი ექსპერტები გვეუბნებიან, რომ გამომუშავება თითქმის იგივე შეიძლება იყოს", - თქვა ღარიბაშვილმა. 

მისივე განცხადებით, სახელმწიფო მსგავს პროექტებში წამყვანი უნდა იყოს, ამიტომ პროექტები მთავრობის თანამონაწილეობით განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ხუდონჰესი 2022 წლის ბოლოს გამოისყიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი