"ჩვენ წელსვე გვინდა დავიწყოთ 10 ქალაქსა და 10 რეგიონში მსხვილი ურბანული განახლების პროექტი, რაც გულისხმობს სრულ რეაბილიტაციას" - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობა სხდომაზე გააკეთა.
მისივე თქმით, მთავრობა ტურისტებში 10 ყველაზე პოპულარული ქალაქს შეარჩევს.
"ჩვენ წელსვე გვინდა დავიწყოთ 10 ქალაქსა და 10 რეგიონში მსხვილი ურბანული განახლების პროექტი, რაც გულისხმობს სრულ რეაბილიტაციას მსხვილი ქალაქების. ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე მეტად, ტურისტებისთვის პოპულარული ადგილები, როგორებიც არის ბორჯომი, ბაკურიანი, წყალტუბო, მესტია, ყაზბეგი, ქუთაისი, ბათუმი და ა.შ. ამ ყველაფერს, ამის დეტალურ პროგრამას ძალიან მალე წარმოგიდგენთ", - თქვა ღარიბაშვილმა.
მისივე განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო უახლოეს მომავალში კონკრეტულ გეგმას წარმოადგენს.