თურქეთში, ქალაქ ანთაქიაში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა - საგარეო

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვირს შედეგად ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალქის ნ.ზ. გარდაცვალების შესახებ.

"საქართველოს დიპლმატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის  წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან", - აცხადებენ სამინისტროში. 

ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 200-ს გადააჭარბა. ათასობით ადამიანი დაშავებულია. ორივე ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო სამუშოები გრძელდება, ასბით ადამიანი ნანგრევების ქევშაა მოყოლილი. 

7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთში გათენიისას მოხდა. იხილეთ ასევე: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი