ქართველი მაშველები თურქეთში გაემგზავრნენ - შსს

გამოქვეყნდა:

სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, საქართველოდან თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით , თურქეთში საქართველოდან 60 მეხანძრე-მაშველი, ასევე შესაბამისი სამაშველო აღჭურვილობა და ტექნიკა გაიგზავნა.

"თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებზე რეაგირების სამუშაოებში ჩართვის მიზნით საქართველოდან გაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზიდან – 60 მეხანძრე-მაშველი, ასევე შესაბამისი სამაშველო აღჭურვილობა და ტექნიკა.

ქართველი მეხანძრე-მაშველების ჯგუფი, რომელიც თურქეთში გაემგზავრა, დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით.

ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობის კოორდინაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად ხელმძღვანელობს", - წერია განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 1 504 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დაშავებულია. ორივე ქვეყანაში სამძებრო სამაშველო სამუშოები გრძელდება. ცოტა ხნის წინ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში 7 მაგნიტუდაზე მაღალი სიმძლავრის განემორებითი მიწისძვრა მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი