
თურქეთსა და სირიაში ორი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 700-ს გადააჭარბა, - ორივე ქვეყანაში სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება.
თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თურქეთში დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა დადასტურებული რიცხვი 1014-ს შეადგენს, სირიაში დაღუპულთა რიცხვი კი 783-ია.
საერთო ჯამში, ამ დროისთვის, გარდაცვლილია 1 797 ადამინი.
იხილეთ ასევე: