ვოლსკის თქმით, მედიას "პარლამენტში დეპუტატების დერეფნებში დევნა" შეეზღუდება

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, პარლამენტში მედიის წარმომადგენლებს "დერეფნებში დეპუტატების დევნა" შეეზღუდება და ახალი ინიციატივა მედიისთვის ცენზურის დაწესებას არ ნიშნავს:

აქ ცენზურაზე არ არის ლაპარაკი რა საკვირველია, სარედაქციო პოლიტიკის შესწორებაზე. ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც არ გაძლევთ პასუხს, შეგიძლიათ თქვენებურად შეაფასოთ. პასუხის არმიცემაც უკვე პასუხია, ეს ერთი. აქ არის ლაპარაკი შეზღუდვაზე მედიის წარმომადგენლების მოქმედებებისა, რომელიც გულისხმობს პარლამენტში დეპუტატების დერეფნებში დევნას. პირდაპირი გაგებით დევნას, ფიზიკურ დევნას. რატომ გარბიხართ, რატომ ემალებით ობიექტურ შეკითხვას, ეს არის ის სცენარი, რომელიც წინასწარ იწერება სადღაც, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების შემდეგ, - ამბობს ვოლსკი. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი