"დარწმუნებულები ვართ, რომ ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურია... სოლიდარობა და მხარდაჭერა მას" | ყირგიზეთის მედიაპლატფორმა

გამოქვეყნდა:

ყირგიზეთის მედია ორგანიზაციას vesti.kg-ის წარმომადგენელი გლადის ტემირჩიევა "მთავარ არხთან" ამბობს, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს, რადგან მისთვის წაყენებული ბრალდებები სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში უნდა განხილულიყო.  

"მე ვარ გლადის ტემირჩიევა და წარმოვადგენ ყირგიზეთის მედია ორგანიზაციას vesti.kg. ჩვენ ვართ პლატფორმა მედია ყირგიზეთის წევრები, რომელშიც შედის 70-მდე მედია ორგანიზაცია. ჩვენ რა თქმა უნდა ვერ დავრჩებოდით ამ ამბების მიღმა, რაც ნიკა გვარამიას გარშემო ხდება. ცოტა ხნის წინ ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ფორუმში სახელწოდებით "სამართალი ჟურნალისტებისთვის“, რომელშიც ნიკას მეუღლეც მონაწილეობდა და გადავწყვიტეთ, რომ უნდა გამოგვეხატა სოლიდარობა და მხარდაჭერა მის მიმართ.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ საქმეს პოლიტიკური სარჩელი აქვს, იმიტომ რომ ის ბრალდებები, რომლებიც მას წაუყენეს, სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში უნდა განხილულიყო და მისი კრიმინალიზაცია აშკარად მიუთითებს პოლიტიკურ მოტივაციაზე. ამიტომ, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ არ გვქონდა უფლება, არ გამოვხმაურებოდით ამ ამბავს", - ამბობს გლადის ტემირჩიევა.

ცნობისთვის, საერთაშორისო მედიაპლატფორმა ყირგიზეთიდან "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ ისეთი საქმის კრიმინალიზაცია, რომელიც კანონით სამოქალაქო საქმეა, აშკარად მიუთითებს პოლიტიკურ შემადგენელზე.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი