
საერთაშორისო მედიაპლატფორმა ყირგიზეთიდან "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ ისეთი საქმის კრიმინალიზაცია, რომელიც კანონით სამოქალაქო საქმეა, აშკარად მიუთითებს პოლიტიკურ შემადგენელზე.
"ორმაგად საწყენია, რომ ეს ხდება დამოუკიდებელ საქართველოში, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის ძირეული დემოკრატიული გარდაქმნებისა და ეფექტური რეფორმების რეალური მაგალითი იყო“, - ნათქვამია განცხადებაში.
ყირგიზეთის მედიაპლატფორმა მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, მხარი დაუჭირონ ნიკა გვარამიას და მოითხოვონ მისი გათავისუფლება.
"ვაცხადებთ, რომ ვდგავართ ჩვენს კოლეგასთან, ცნობილ ჟურნალისტ ნიკა გვარამიასთან და აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ მის უდანაშაულობაში. მოვუწოდებთ მედია კოლეგებს, მხარი დაუჭირონ ნიკა გვარამიას სიტყვის თავისუფლების, აზრთა პლურალიზმის უფლებისა და მედიის დამოუკიდებლობის დაცვაში" - წერია განცხადებაში.