"ე.წ. ჩინურ ჯაშუშურ ბუშტს, საკუთარი თავის გასანადგურებლად ასაფეთქებელი ნივთიერებები გადაჰქონდა" | პენტაგონი

გამოქვეყნდა:

პენტაგონის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, ე.წ ჩინურ ჯაშუშურ ბუშტს, რომელიც აშშ-მ რამდენიმე დღის წინ ჩამოაგდო საკუთარი თავის გასანადგურებლად ასაფეთქებელი ნივთიერებები გადაჰქონდა.

მისი ინფორმაციით, ბუშტი ათასობით ფუნტს იწონიდა და მისი ტვირთამწეობა თვითმფრინავის ზომის იყო.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საჰაერო სივრცეში დაფიქსირებულ საჰაერო ბურთს ჩინეთის ხელისუფლებამ მეტეოროლოგიური ხელსაწყო უწოდა, რომელმაც მათი თქმით, კურსს გადაუხვია და აშშ-ში შემთხვევით, ცუდი ამინდის გამო მოხვდა. აშშ-ის ოფიციალური პირები კი აცხადებდნენ, რომ ობიექტი "სათვალთვალო ხელსაწყო" იყო. ბუშტი აშშ-მ ატლანტის ოკეანის თავზე ჩამოაგდო.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი